2018-2019 სასწავლო წლის დაწყება

თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მიულოცა: "„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. მინდა, რომ ძალიან დიდი სიყვარული გამოვხატო და იმედი ბევრი სიკეთის. მინდა პირველკლასელებს მივულოცო და ვუთხრა, რომ ძალიან საინტერესო პერიოდი იწყება თქვენს ცხოვრებაში.

ახალი კლასელები, მასწავლებლები, მეგობრები, რაც მთელი ცხოვრება თქვენი ნაწილი იქნება. მშობლებს მინდა მოგილოცოთ და გისურვოთ, რომ ბედნიერად და ხალისით განვლოს ამ ერთმა წელმა იმათთვის, ვინც ახლა ამთავრებენ სკოლას...

ძალიან მიყვარხართ და თქვენთან ერთად ვარ დღეს, თქვენს სირთულეშიც და თქვენს სიხარულშიც..."

 

.