„კინო სკოლაში“

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით უკვე მეექვსე წელია სკოლებში მიმდიარეობს პროექტი - „კინო სკოლაში". წელს პროექტის მონაწილე #51 საჯარო სკოლაც გახდა.
„კინო სკოლაში“ ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს ნახონ საინეტრესო ფილმები, ჩაერთონ დისკუსიაში, გადაიღონ ფილმები, დახატონ აფიშები, წერონ რეცენზიები, შეხვდნენ ცნობილ კინემატოგრაფისტებს.
2020 წლის სეზონს ახალი კინოსაგანმანათლებლო ონლაინ აპლიკაცია დაემატა. ონლაინ პლატფორმა ევროკავშირის პროგრამის-"შემოქმედებითი ევროპის" მხარდაჭერით შეიქმნა. საქართველოს გარდა პროექტში "ფილმის კუთხე" (the film corner)ჩართულნი არიან იტალია,დიდი ბრიტანეთი,ჩრდილოეთ ირლანდია,სერბეთი და სლოვენია. ონლაინ პლატფორმა რამოდენიმე აპლიკაციისაგან შედგება. მისი მიზანია მოზარდებს გააცნოს კინოსპეციფიკა-კადრის, მომტაჟის,ხმისა და გამოსახულების შექმნის პროცესი, ამბის თხრობის თვისებურებები. ასევე საიტზე მითითებულია კინო ტერმინების ლექსიკონი. დღეს, როდესაც ყველასთვის ხელმისაწვდომია ვიზუალურ და აუდიო მასალაზე დამოუკიდებლად მუშაობა, ხარისხიანი მასალის შესაქმნელად სასურველია კინოსფეციფიკის საფუძვლების თუნდაც ზედაპირული ცოდნა, რის შესაძლებობასაც მოსწავლეებს "ფილმის კუთხე" აძლევს.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები დისტანციურად მიმდინარეობდა. მოსწავლეებმა შექმნეს ფილმები. სამომავლოდ იგეგმება ფილმების ფართო აუდიტორიისთვის ჩვენება.

 

.