პროექტი იმიტირებული გამოძიება

ქ.თბილისის N51 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი"იმიტირებული გამოძიება" საქართველოს პროკურატურასთან ერთად. პროექტი მიმდინარეობდა საქმიან და საინტერესო გარემოში,მოსწავლეებმა დიდი ხალისითა და მონდომებით იმუშავეს და პროკურორების დახმარებით დაეუფლნენ გამოძიების პროცესის წარმართვისთვის საჭირო ხერხებს. პროკურორების მიერ გადმოცემული ინფორმაცია წარმატებით გადაიტანეს პრაქტიკაში,მოირგეს გამომძიებლებისა და პროკურორები როლები, გამოიძიეს და გახსნეს კონკრეტული დანაშაული. მადლობა საქართველოს პროკურატურას თანამშრომლობისთვის! მადლობა სკოლის ხელმძღვანელობას! მადლობა ყველა მონაწილეს!

.