უზრუნველყოს  უსაფრთხო და პოზიტიური  გარემო, ევროპული  სტანდარტების  შესაბამისი  განათლების  მქონე, კრიტიკულად  მოაზროვნე, დამოუკიდებელი, კონკურენტუნარიანი  პიროვნების   ჩამოყალიბებისათვის.

სკოლის პრიორიტეტებია:

  • მოსწავლეზე  ორიენტირებული   სწავლება, სადაც   ყველა  მოზარდი გამოავლენს  თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს   და   მოემზადება   საერთაშორისო   საგანმანათლებლო   სივრცეში    ინტეგრაციისათვის.
  • მოზარდებში  პასუხისმგებლობის   გრძნობის  განვითარება, როგორც  ქვეყნის, ოჯახის, ასევე  გარე  სამყაროს   წინაშე.
  • ჯანსაღი   ცხოვრების   წესის   დამკვიდრება, მოზარდების  როგორც  სულიერი, ასევე   ფიზიკური   აღზრდისათვის   მაქსიმალურად   ეფექტური   გარემოს   შექმნა.
  • დემოკრატიისა  და   ჰუმანიზმის   ზოგადსაკაცობრიო    ფასეულობების  მქონე   ტოლერანტი, სამართლიანი, საზოგადოებრივი  წესრიგის   დამცველი, კანონმორჩილი პატრიოტი  მოქალაქის     ჩამოყალიბება.