სსიპ გალაკტიონ ტაბიძისსახელობის ქალაქ თბილისის 51 საჯარო სკოლა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში  ერთ–ერთი საუკეთესო სასწავლო დაწესებულებად ითვლება.  სკოლამოსწავლეთა სწავლა–აღზრდაში მიღწეული შედეგითსაფუძველს უყრის ახალ საგანმანათლებლო პოლიტიკას, რომლისათვისაც უმთავრესია  მომავალზე ორიენტირებული მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობა. სკოლაში მიღებული  ცოდნა აღსაზრდელის გარკვეულ სოციალურ სტატუსს განაპირობებს და ცხოვრებისათვის მზაობას გამოხატავს.

51-ე სკოლის ისტორია იწყება 1917 წლიდან.  ვერაზე, სესიაშვილების კერძო სახლისხუთ ოთახში ბინა დაიდო ვერის მე-7 სასწავლებელმა, რომელსაცქალბატონი სოფიო ვახვახიშვილი ხელმძღვანელობდა.

1921 წელს ვერის მე–7 სასწავლებელი გადაკეთდა მე–18 შრომის სკოლად, რომლის ხელმძღვანელი იმჯერად გახდა სასწავლო ნაწილის გამგე ქალბატონი თამარ ხელაშვილი. ის 10 წელი მართავდა სასწავლებელს, ხოლო 1931 წლის  სექტემბრიდან, როდესაც სკოლა შვიდწლედად გადაკეთდა, ერთი წლის განმავლობაშიგანაგებდა ბატონი  ვლადიმერ ქვილითაია.  1932 წელს  სკოლის დირექტორად დანიშნეს ბატონი პარმენ ქაჯაია.  იგი  1943 წლამდე ედგა სათავეში ამ სასწავლებელს. იმ დროისათვის სკოლა უკვე  პრესტიჟულად ითვლებოდა, მას „პარმენის სკოლადაც“ მოიხსენიებდნენ. სკოლის ცხოვრების  ფრაგმენტები გამოყენებულია ქართულ კინოფილმში „ღიმილის ბიჭები“ (ფილმი გადაღებულია ცნობილი კინორეჟისორის რეზო ჩხეიძის მიერ).

1931–1935 წლებში მე–18 სკოლა შვილდწლედს წარმოადგენდა, 1935 წლის მაისში კი გადაწყდა სკოლისათვის ახალი შენობის აგების საკითხი. ამჟამინდელი შენობის ნაწილი სწორედ მაშინდელი აგებულიამშობელთა შემოწირულობებითა და მათ მიერ გაწეული ფიზიკური შრომით. შენობა სულ ოთხმოცდაცამეტ დღეში აშენდა. პროექტის ავტორი პეტრე დუნდუა გახლდათ, მისი შვილიც ამ სკოლის მოსწავლე იყო. სკოლის აღორძინების საქმეში დიდი წვლილი მიუძღვით მაშინდელ მშობლებს, განსაკუთრებით აღსანიშნავია იმდროინდელი მშობელთა კომიტეტის თავმჯდომარე ქალბატონი მარიამ ლეონიძე–ერისთავის ფინანსურითანადგომა.

1935 წელს სკოლას სახელოვანი ქართველის, დიდი ივანე ჯავახიშვილის, სახელი მიენიჭა, 1943 წელს კი გაიყო ქალთა და ვაჟთა სკოლებად.  მე–18 სკოლის შენობაში დაარსდა ქალთა მე–6 სკოლა, ხოლო ვაჟთა სკოლა განთავსდა 25–ე სკოლის (ამჟამინდელი 53–ე სკოლა) შენობაში და ეწოდა ვაჟთა მე–7 სკოლა. ივანე ჯავახიშვილის სახელიც ამ უკანასკნელს დარჩა.

1943 წელს მე–6 სკოლის დირექტორად დაინიშნა ქალბატონი ქეთევან ჩიჩუა, რომელიც ოცდათერთმეტი წლის განმავლობაში, 1974 წლამდე, ხელმძღვანელობდა სასწავლებელს. სწორედ მისი დირექტორობის პერიოდში, 1954 წელს, შეერთდა ქალთა და ვაჟთა სკოლები და ეწოდა 51–ე საშუალო სკოლა. იმ წელსვე გადაწყდა 51-ე სკოლას მინიჭებოდა გალაკტიონ ტაბიძის სახელი.

სკოლა ცნობილი იყო გამოჩენილი პედაგოგებით, მათ შორის: ელენე შიუკაშვილი, ეკატერინე ბურჯანაძე, ტასო ზაალიშვილი, ანა თუხარელი, სოფიო ფხალაძე, თამარ ერისთავი, თამარ ბუკია, სანდრო მირიანაშვილი, მარიამ თარხნიშვილი, ვერა ამონაშვილი, ვანო მაჭავარიანი, მარიამ ჯარიაშვილი, ვასო აბდუშელაშვილი, თამარ ყაზარაშვილი, ვარო ვარდიაშვილი და სხვები. ისინი გამოირჩეოდნენ 

პროფესიონალიზმითა და ადამიანური ღირსებებით. სკოლის პედაგოგებს ქალბატონებს 

თამარ ხელაშვილსა და ვარო ვარდიაშვილს   ჰყავდათ თავიანთი შვილობილი – პოეტი იოსებ ნონეშვილი. პოეტის აღიარებული ლექსი „მასწავლებელი“ სწორედ მათ მიმართ მიძღვნილი 

პოეტური სამადლობელია.

 

სხვადასხვა  დროს51–ესკოლას  ხელმძღვანელობდნენ ღვაწლმოსილი პედაგოგები, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით სკოლის აღორძინების საქმეში:

1917-1921 წწ. - სოფიო ვახვახიშვილი;

1921-1931 წწ. - თამარ ხელაშვილი;

1931-1932 წწ. - ვლადიმერ ქვილითაია;

          1943-1974 წწ. - ქეთევან ჩიჩუა;

1974-1979 წწ. - იუზა ჩეჩელაშვილი;

1979-1986 წწ. - ლალი ზარანდია;

1986-2005 წწ. - ინეზა იამანიძე;

2005-2013წწ. - დავით ლაგვილავა;

2013 წლიდან დღემდე სკოლას ხელმძღვანელობს ქალბატონი მანანა თურქაძე.